ბორჩალო

ბორჩალო — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. სახელწოდება მომდინარეობს დებედის ხეობაში XVII ს-ში ჩამოსახლებული თურქმანული ტომის ბორჩალუსაგან. 1604 წელს შაჰმა აქ სახანო შექმნა, რომელიც XVIII ს-ში ქართლსდაუბრუნდა. 1880 წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ბორჩალოს მაზრა ცენტრით დაბაშულავერში. იგი მოიცავდა წალკის, მანგლისის, თეთრი წყაროს, დმანისის, ბოლნისის, მარნეულის ტერიტორიას, აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რაიონს. არსებობს აგრეთვე აზერბაიჯანული ირედენტისტული კონცეფცია (მთლიანი აზერბაიჯანი), რომლის მიხედვითაც ბორჩალო გაიგივებულია ქვემო ქართლთან და აზერბაიჯანის ინტეგრალურ ნაწილად მიიჩნევ

 

ბორჩალოური ხალიჩები

 ბორჩლოში ისტორიულად ჩამოყალიბებულია ხალიჩების ქსოვის განსაკუთრებული სკოლა:

                                                        

X საუკუნის ხალიჩა                 IX საუკუნის ხალიჩა                     IX საუკუნის ხალიჩა

By amokm

ძალადობა მიანმარში(ბირმაში) მუსლიმანების მიმართ!

მიანმარი მდებარეობს აზიის სამხრეთაღმოსავლეთ ნაწილში, იგი ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ყველაზე დიდი სახელმწიფოა. სახელმწიფო რელიგიაა ბუდიზმი, მაგრსმ ასევე ცხოვრობენ მუსლიმანებიც. ბუდისტების ცალადობა მუსლიმანებისადმი დიდიხანი იყო რაც მიმდინარეობდა მაგრამ არც ისე ძალიან მნიშვნელოვანი. 2012 წლის ზაფხულიდან მდგომარეობა სულ უფრო გამომწვანდა. ბუდიტები საშინელად ცუდად იქცევიან მუსლიმანებზე. დაწვეს სოფლები, სახლები, მეჩეთები, ადამიანებს ცოცხლად დაწვეს დამარხეს , როგორც ცხვარი ისე დაჭრეს და უამრავი საშინელებაა. მე პირადად როგორც მუსლიმანი არ შემიძლია სურატებსაც კი ვუყურო.

მაგრამ ამჯამად ისლამური ქვეყნებს ჯერ-ჯერობით არაფერი გაუკეთებიათ..

ვისაც სუსტი გული აქვს არ უყუროს!!ImageImageImageImage

By amokm

შეფასების კითხვარი.

1.კმაყოფილი ხართ თუ არა განხორციელებული აქტივობებით? (სავარაუდო პასუხები აქ) კი არა

— კი… ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

2.კმაყოფილი ხართ თუ არა ტრენინგებით? კი ? არა ?

 –კი, რა თქმა უნდა…

3. რომელი იყო ყველაზე საინტერესო დავალება?

  — ყველა დავალება იყო საინეტერესო, მაგრამ მათ შორის  ყველაზე საინტერესო იყო დღესასწაულები.

5.პროექტის დასრულების შემდეგ გააგრძელებთ თუ არა შექმნილი ბლოგის მუშაობას? (სავარაუდო პასუხები) კი ? არა ??

–კი.. ოღონდ გაგვეთილებიდან გამომდინარე იქნებ ცოტა შევაფერხო.

 

 

(მადლობა ყველას)

By amokm

დავალება #2

ლეო 13წ. გამხდარი, პატარა ბიჭია;  როცა ის სათამაშოდ მოედანზე გადის, მას დიდი ბიჭები ხშირად ჩაგრავენ. ერთხელავ ლეომ ვერ მოითმინა და დიდ ბიჭებს უთხრა რომ ჩაგრავენ დაუშვებელია და ისინი იქცევიან როგორც გაუნათლებელი პრიმიტივები პასუხად დიდმა ბიჭებმა ლეო სასთიკად სცემს. ფიზიკური ძალადობას შესწრო ლეოს მეგობარი რომელიც ამ დროს შევიდა სათამშო მოედანზე და პატარა ბიჭის სცემის ფაქტს შესწრნენ მოზრდილებიც, რომელებიც მაღაზიადან სახლში ბრუნდებოდნენ.

  შეკითხვები: 

 1.საჭიროა, რომ ლეოს მეგობრარი ჩაერიოს ჩხუბში? როგორ ? 

 2.საჭიროა, რომ მოზრდილები ჩაერიონ ჩხუვში? როგორ ?

 3.სხვა რა გამოსავალს მოძებნიდით არსებული სიტუაციიდან?

 

ჩემი აზრი: 

1.უნდა ჩაერიოს, იმ მიზნით რომ, დაეხმაროს მის მეგობარს და შეეცადოს რომ გამოიყვანოს ჩხუბიდან.

 2. მოზრდილიები არ უნდა ჩაერიონ ჩხუბში, პირიქით უნდა მიეშველონ.

 3. მოზრდილებმა უნდა შეარიგონ ორივე მხარეს, ბოდიში მოიხადონ დიდი ბიჭები ლეოს და დიდი ბიჭები პირობა მისცეს, რომ ასეთი რაღაცა მეორეთ არ განმეორდება.

By amokm

დავალება #1

  დედა და მამა ვერმორიგებულან , თუ რა რექაცით უპასუხონ მათი ორი წლის შვილის ხმაურს.  მამა თვლის რომ ბავშვმა ადრეული წლიდან უნდა იცოდეს ქცევის წესები: მას სურს, სახლში სიწყნარე, რადგან მისი სამსახური ძალიან დამღლელია. დედა კი თვლის რომ   არ შეიძლება მუდმივად აუკრძალოს 2 წლის ბავშვს ხმაური და ტირლი რადგან ეს მის განვითარებას შეაფერხებს.

 

    მე მშობლებს ნაწილობრივ ვეთანხმები.   როგორც ტექსტში აღვნიშვნეთ მამის საქმე ძლზე დამღლელი, ჩემი აზრით ამითაცაა განაპირობებული მამის მოთხოვნა, რომ სამსახურიდან დაღლილი მოდის და სახლში სიწყნარის ჩამოყალიბება  უნდა. მამა თვლის რომ ბავშვმა ადრეული წლიდან უნდა იცოდეს ქცევის წესები. მე მამას ამ  იდეას (სათხოვარს) ვეთანხმები, რაც ჩემი აზრით ეს დამოკიდებულია მის ოჯახზე. დედასაც ნაწილობრივ ვეთანხბები, იმით ვეთანხმები რომ  ბავშვი მცირე წლოვანია და შეიძლება ხანდახან იხმაუროს  და იტიროს. მაშ ასე მე უფრო მეტად მამის მიერ არჩეულ გზას ვეთანხმები. მშობლებს ვურჩევ რომ, აიყვანონ საუკეთსო ძიძა და ბავშვი იაროს  საბავშო ბაღში.

 

 

By amokm

სტერეოტიპი და ცრურწმენები

 ამ თმაზე ბევრი ვიწვალე მარა ვერანაირად ვერაფერი ვერ დავწერე, უფრო სწორად აზრს ვერ გამოვხატე და ვიფიქრე  სწორი თუ არასწორი ჩემით რაღაცები დავწერო. 

    სტერეოტიპი და ცრურწმენები  საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებაა.

ყველა ერს, ქვეყანას, რელიგიას, რასის აქვს თავისი მოსაზრებები სტერეოტიპებისა და ცეურწმენებისადმი. 

   არსებობს ბევრი სტერეოტიპები, მაგრამ მე მხოლოდ რამოდენიმე ჭეშმარიტად მიმაჩნია. 

  ქალები არ უნდა დაჯდნენ საჭესთან

  ქალმა არ უნდა ეწეოდეს სიგარეტს

  კაცები ძლიერები არიან ქალებზე   და ა.შ

  

  ცრურწმენები არსებობს უამრავი, ყველა ერს და რელიგიას. 

ეხლა ჩავწერ ცრურწმენებიდან რამოდენიმეს(რომელიც მე ვიცი)

  მარილის დაყრა

  ცოცხს ფეხით შეხება

  მაგიდას ქაღალდით გაწმენდა

  შავი კატა

  ჩანგლის დავარდნა

   და სხვა ბევრი რამ.

 მე ცრურწმენებიდან თითქმის არც ერთს ჭეშმარიტად არ მიმაჩნია. 

  

 დიდ ბოდიშს გიხდით ასეთ დავალებისთვის 😦

By amokm

საჭმელი, როგორც გასართობი ( الله أكبر)

დეკემბერში ჩემი, ჩვენი ორი კლასელის ერთდღეში დაბადების დღე ჰქონდათ. კლასმა ვუყიდეთ ტორტი, ლამაზი ტორტიც იყო. სანთლები დავეწყეთ, დავანთეთ და მივულოცეთ. ბოლოს ერთმა კლასელმე მეორეს ესროლა ტორტი შემდეგ ის მეორეს, მეორემ სხვას და მოხვდა ე.წ “საჭმლით ბრძოლა”. სიმართლე რო ვუთხრა მეც გავერთე კლასელებთან ერთად, ყველას სახე სულ ტორტი იყო. ამ ამბავის შემდეგ ბევრი რამ მოხვდა.


დღეს Anna’s ბლოგზე რაღაც ერთი პოსტი რო წავიკითხე 180 გრადუსით შეიცვალა ამ “საჭმლით ბრძოლაზე” შეხედულება. მსოფლიოს ბევრ ადგილზე კერძოდ კი აფრიკაში ადამიანები, უმეტესობა ბავშვები შიმშილის გამო კვდებიან. არა აქვთ საშუალება რო იშოვონ საჭმელი, ბუნებრივი პირობების გამო და სხვა. 
ეხლა ასე ვფიქრობ: საშინლად არ მომწონს ე.წ “საჭმლით ბრძოლები”. რა არის ამაში გასართობი ან რატო უნდა ვიცინო მაშინ, როცა თმებში და სახეში ნამცხვარს შემაზელენ. საჭმელი არაა სათამაშო , ის აფრიკელი ბავშვები შიმშილით იხოცებიან შენ კი საჭმლებს ხალხს ესვრი, მარაზმია.
დავანებოთ აფრიკას თავი . რაღა შორს წავიდეთ და საქართველოშიც ბევრი მშიერი ადამიანია. ქუჩაში მათხოვრისთვის შეიცოლება 5 თეთრი დაგენანოს, სამაგიეროდ უპრობლემოდ გაუქანებ შენს მეგობარს თავში ტორტის ნაჭერს. ეს გართობა კი არა , უზნეობა ჩემი აზრით.
არადა შიმშილის პრობლემა ბევრ კვეყანაში როგორც მწვავედ დგას. აფრიკელი ბავშვები ჩონჩხადქცეულიები არიან… მათთვის ყოველ ლუკმას სასიცოცხლო მნიშვნემობა აქვს. არცერთი მათგანს არ მოუვა თავში აზრად, რომ საწმელი გასართობად, სათამაშოდ გამოიყენოს. ამიტომ ასეთი დასკვნა გამომაქვს: საჭმელს სათამაშოდ აქცევენ ის ადამიანები (პირადად მეც), რომლებსაც არასდროს გამოუცდიათ შიმშილი, რომლებმაც არ იციან, რა არის შიმშილით დაუძლურება…

By amokm

მარნეულის მუნიციპალიტეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში. 1917 წლამდე ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ბორჩალოს მაზრაში, 1921 წლის დაყოფით ისევ ბორჩალოს მაზრაშია, 1929 წელს შევიდა თბილისის ოლქში, ბორჩალოს რაიონის სახელწოდებით. 1930წლიდან შევიდა ლუქსემბურგის (ახლანდელი ბოლნისის) რაიონში, 1947 წლიდან ხდება მარნეულის რაიონი. ამჟამად მუნიციპალიტეტი.

მარნეულის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით საზღვრავს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანისა დასომხეთის რესპუბლიკები. მუნიციპალიტეტი ფართობია – 935 კმ².

 

 

რელიეფი-

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ცენტრალური ნაწილი გაშლილია მარნეულის აკუმულაციურ ვაკეზე (ზომები 40X18 კმ), რომელიც აგებულია თიხებით, ქვიშებით, კონგლომერატებითა და კენჭნარით. მის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობს ასევეჯავახეთის ქედიდან ჩამოსული უზარმაზარი ლავური ღვარის დამარხული ბოლო და თიხნარი ნალექები. ვაკის აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 270 მ-იდან 400 მ-მდე. ვაკის ერთობლივი დახრილობა მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. მარნეულის ვაკე შემოსაზღვრულია იაღლუჯის, ლოქისა და ბაბაკარის ქედებით. ზედაპირი დანაწევრებულია ალგეთისა და ხრამის ხეობებითა დაალგეთის ნახეობარებით. მდინარეული ტერასების ამგებელ თაბაშირიან თიხებში ადგილი აქვს ფსევდოკარსტულ მოვლენებს, რაც რელიეფში გამოსახულებას ჰპოვებს სუფოზიური ძაბრების, ჭებისა და მღვიმეების, აგრეთვე ბუნებრივი ხიდების სახით.[1] ვაკეზე გაედინება მდინარეები ალგეთიხრამიდებედა და სხვ.

მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოდგენილია იაღლუჯის მაღლობი, რომელიც ჩრდილოეთ ნაწილში ამაღლებულია და ქმნისიაღლუჯის სერს (ზომები 17X11 კმ). აბსოლუტური სიმაღლე 788 მ. იაღლუჯის სერი აგებულია ნეოგენური კონგლომერატებისა და ქვიშაქვების წყებით, რომელიც მცირე კავკასიონის მოლასურ ფორმაციას წარმოადგენს. სერის აღმოსავლური ბოლო გადასერილია უწყლო ხეობით.[1]

მარნეულის მუნიციპალიტეტის ფარგლებში შემოდის ასევე ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთის ნაწილი, რომელიც აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით და დაფარულია ცარცული და პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური წყებებით. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ლოქის ქედის აბსოლუტური სიმაღლე არ აღემატება 1400 მ-ს.

მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში აღმართულია დაბალი სიმაღლის ქედი (სერი) ბაბაკარი, რომელიც ლოქის ქედისაგან გამოყოფილია მდინარე დებედის ხეობით და გრძელდება მის აღმოსავლეთით მთა ბაბაკარამდე (700 მ). ბაბაკარის სერის სიგრძეა 18 კმ, უმაღლესი მწვერვალი თარსი (884 მ). აგებულია ვულკანოგენური ფაციესის ზედაცარცული კირქვებითა დ მერგელებით. ქედის ჩრდილო კალთასაქართველოს (მარნეულის მუნიციპალიტეტი) ფარგლებშია, ხოლო სამხრეთი აზერბაიჯანში. ზოგან გამოხატულია ტიპურიბედლენდები.

შიგა წყლები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეთა ქსელი ხშირია. აღმოსავლეთ საზღვართან ჩამოედინება მდინარე მტკვარი.

სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია ხრამი და ალგეთი. ხრამი აქ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან შემოედინება, ხოლო ალგეთი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტიდან. ხრამიც და ალგეთიც მტკვრის მარჯვენა შენაკადებია. ხრამის შენაკადებიდან მუნიციპალიტეტის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანია დებედა, რომელიც ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე იწყება. იგი მარნეულის მუნიციპალიტეტში გამოდის სოფელსადახლოსთან. საშუალო წლიური ხარჯი სოფელ სადახლოსთან 29,7 მ³/წმ. დებედას შენაკადებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მდინარე ბანოშისწყალი (სიგრძე 20,4 კმ), რომელიც ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე იწყება. იკვებება თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. წყალმოვარდნა ზაფხულ-შემოდგომაზეა. მდინარე ბანოშისწყლის მთავარი შენაკადია მდინარე ბურდაძორი.

ხრამის შენაკადებიდან მნიშვნელოვანია მდინარე შულავერი (სიგრძე 39,5 კმ), რომელიც ზღვის დონიდან 1622 მ-ზე იწყება, ხოლო შესართავი ზღვის დონიდან 343 მ-ზეა. შულავერს, ზემო წელში სოფელ ჩანახჩამდე ჩრდილოეთური მიმართულება აქვს, სოფელ ჩანახჩიდან სოფელ ხოჯორნის მერიდიანამდე აღმოსავლური, მერე კი ისევ ჩრდილოეთისაკენ იხრება და შულავერის ქედის მიმართულებას ემორჩილება. სოფელ სიონის ზემოთ შულავერის ხეობა ტყითაა დაფარული, ქვემო წელში ფართო კალაპოტი აქვს. ნაპირები ახალგაზრდა ნაფენებითაა აგებული. საშუალო წლიური ხარჯია 0,44 მ³/წმ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ტბებს მოკლებულია.

 

ჰავა

მარნეულის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად მშრალი სუბტროპიკული თბილი სტეპების ჰავა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12°, იანვრის 0°-0,3°, ივლისის 24°, აბსოლუტურ მაქსიმუმი 40°. ნალექები 490-550 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი დეკემბერში. ბაბაკარისა და იაღლუჯის სერებზე და ასევე ლოქის ქედზე ჰავა ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერ ნოტიოზე გარდამავალია. იცის ცხელი ზაფხული. ქალაქ მარნეულში ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდ ნაწილში წლიურად 400-600 მმ ნალექი მოდის.

 

ნიადაგები

მარნეულის ვაკეზე გავრცელებულია წაბლა ნიადაგები. ალაგ-ალაგ დამლაშებულ და ბიცობიან ნიადაგებთან ერთად ბიცობიანი და დამლაშებული წაბლა ნიადაგები გვხვდება. მდინარეებისმტკვრისა და ხრამის გაყოლებაზე არის ალუვიური კარბონატული ნიადაგები. იაღლუჯის სერზე ნიადაგები რუხ ყავისფერი და წაბლა ტიპებისაა, ალაგ-ალაგ დამლაშებული. ლოქის ქედზე განვითარებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები, ყველაზე მაღალ ადგილებში კი ტყის ყომრალი ნიადაგია. ბაბაკარის სერზე გაბატონებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები.

 

ლანდშაფტები

მარნეული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. სტეპური ნახევარუდაბნოს ვაკე, წაბლა და დამლაშებული ბიცობიანი ნიადაგებით;
  2. სტეპური მაღლობი ჯაგეკლიან უროიანი მცენარეულობით წაბლა ნიადაგების კომპლექსზე;
  3. ბორცვიანი მთისწინეთი მუხნარ-რცხილნარით, ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე;
  4. დაბალი მთები მუხნარ-რცხილნარით, ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე;
  5. საშუალო სიმაღლის მთები წიფლის ტყით, ყომრალ ნიადაგებზე;
  6. ტუგაის ტყის ლანდშაფტი განვითარებული მდინარისპირა სანაპიროებზე.

 

ფლორა

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაბატონებულია უფრო ვაკე-დაბლობის ფლორა. გავრცელებულია უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგ-ეკლიანი სტეპური, ჰემიქსელური მეჩხერი, ჭალისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა.

ნახევარუდაბნოსთვის დამახასიათებელია ხვარხვარაავშანი და ყარღანი. ქვეტყეს ქმნის იალღუნიზღმარტლიქაცვიშინდიტყემალიკუნელი და სხვ. მარნეულის ვაკის მცენარეულ საფარში ჭარბობს უროიანი, უროიან-ავშნიანი, უროიან ჯაგეკლიანი და ხურხუმოიანი მცენარეულობა. ადგილ-ადგილ არის ნახევარუდაბნოს მცენარეულობაც კი. იაღლუჯის სერი შემოსილია უროიანი და უროიან-წივანიან-ვაციწვერიანი სტეპის ბალახეულობით, აგრეთვე ქსეროფიტული ბუჩქნარით. ლოქის ქედზე გვხვდება ფიჭვის მცირე კორომები. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, რომლის ქვედა ნაწილში ჭარბობს მუხა და რცხილა, ზემო ნაწილში კი წიფელი. ბაბაკარის სერზე გაბატონებულია ნეკერჩხალიქართული მუხაჯაგრცხილა დაკვრინჩხი

 

ფაუნა

მრავალფეროვანია აქაური ფაუნა. ტყეებში გვხვდება გარეული ღორიმაჩვითეთრყელა კვერნადედოფალა; თითქმის ყველგანაა ლელიანის კატაკურდღელიმგელიტურაორნითოფაუნაუხვადაა წარმოდგენილი. არის ჩვეულებრივი ხოხობიტოროლაკაკაბიგნოლიმწყერი და სხვ.

ბევრია ქვეწარმავალიც. იაღლუჯის მაღლობზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის სხვადასხვა სახის ხვლიკი. არის ასევე კუანკარაგველხოკერა და ველის მახრჩობელა (იშვიათად). მდინარე დებედაში მოიპოვება წვერამურწახრამულიგოჭალა და სხვ.

 

მოსახლეობა

მოსახლეობის რიცხოვნობა — 118 ათასი კაცი, მოსახლეობის უმრავლესობას აზერბაიჯანელები შეადგენენ (83,1%), ქართველი 8,0% , სომეხი 7,9%; სიმჭიდროვე — 126 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 70 სოფელი. დიდი სოფლებია: ალგეთი 5,0 ათასი მოსახლე, სადახლო — 9,5 ათასი, ყიზილ-აჯლო — 7,1 ათასი.

 

By amokm

მარნეული (წყარ: wikipedia.org)

 

მარნეული (1947 წლამდე ბორჩალო) — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოშიმარნეულის მუნიციპალიტეტისადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მარნეულის ვაკეზე, მდინარე ალგეთის ნაპირებზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 19,9 ათასი [4] (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარნეულში არის რუსთავის ეპარქიის რეზიდენცია.

მარნეულში ზომიერად თბილი სტეპის ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12 °C, იანვარში 0 °C, ივლისში 23,9 °C. აბსოლუტურ მინიმუმი — 25 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 40 °C. ნალექები 500 მმ წელიწადში.

დიდ დასახლებად იქცა სოფლების: ლომთაგორა-მარნეულის, ეკლესიის, ჭანდარ-სანდარისა და სარვანის გაერთიანების შედეგად. უძველესი დასახლებაა ლომთაგორა (წყაროებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში), რითაც ბოლოვდებოდა მეგალითური (ციკლოპური) ციხეების მწკრივი მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს. იყო მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე და საგზაო კვანძი. XVII საუკუნეში ირანის შაჰმა აბას I-მა აქედან აყრილი მკვიდრი ქართული მოსახლეობის ნაცვლად ამ ადგილას ბორჩალუს თურქმანული ტომი დაასახლა, შემდგომში, დასახლებასაც ბორჩალო ეწოდა. 1947 წელს აღადგინეს ძველი ქართული სახელწოდება მარნეული. მარნეულის ტერიტორიაზე შემორჩენილია მეგალითური ხანის ციხის ნაშთები და ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესია

Imageდროშა

Imageგერბი

 

Image

By amokm